Charlie Hebdo-მ მორიგი კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა – Charlie Hebdo-მ დაღუპულ Airbus A321-ზე მორიგი კარიკატურა გამოაქვეყნა.

სურათზე თვითმფრინავია დახატული, რომლის კუდს რაკეტა ეჯახება, წარწერა კი იუწყება: “დაღუპვა სინაის თავზე. ძლივს სექსი”.

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა კარიკატურაზე მწვავე რეაგირება მოახდინა:

“წინა კარიკატურაზე ჩვენს აღშფოთებას შარლიმ ახალი უხამსობით უპასუახა. ვფიქრობ, ჟურნალის რედაქტორს & Co-ის მკურნალობა სჭირდებათ”.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სკანდალურად ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა – Charlie Hebdo-მ ახალი კარიკატურები გამოაქვეყნა. მაშინ მან რუსეთის ავიაციაში მომხდარი საზარელი ტრაგედიის – ავიალაინერ Airbus A321-ის დაღუპვა გააშარჟა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”22980″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button