Charlie Hebdo-მ რუსეთის ლაინერზე შეურაცხმყოფელი კარიკატურები გამოაქვეყნა
სკანდალურად ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა – Charlie Hebdo-მ მორიგო კარიკატურები გამოაქვეყნა. ამჟამად, მან რუსეთის ავიაციაში მომხდარი საზარელი ტრაგედიის – ავიალაინერ Airbus A321-ის დაღუპვა გააშარჟა.
პირველ კარიკატურაზე ლაინერის გაფანტული ნამსხვრევები და მგზავრები ადამიანს, რომელიც ტერორისტს ძალიან ჰგავს, თავზე ეცემა. სურათს თან სდევს ცინიკური წარწერა: “რუსეთის ავიაციამ თავისი დაბომბვები გააძლიერა”.
მეორე სურათზე, ნამსხვრევებისა და გვამების გარემოცვაში, თავის ქალაა გამოსახული, რომელიც რუსული ლოუქოსტერების საშიშროებაზე უბნობს.
ორივე კარიკატურა ე.წ. “სახუმარო” წარწერით მთავრდება: “ISIS-ის ტერორისტებმა რუსული ავიალაინერი იმიტომ ჩამოაგდეს, რომ ეს, 224 უფასო ულუფის მოპოვების, ერთადერთი საშუალება იყო”.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ კარიკატურაზე მწვავე რეაქცია გამოხატა და ამ “ხუმრობას” მკრეხელური უწოდა.