სპორტი

ჩავი ერნანდესს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს

ევროპული საფეხბურთო პრესა აქტიურად წერს ესპანელი სპეციალისტის ჩავი ერნანდესის კატალონიაში დაბრუნებაზე.

როგორც ცნობლია, „ბარსელონამ“, რიგ მიზეზთა გამო კლუბის მთავარი მწვრთნელის, კუმანის გაშვება გადაწყვიტა.

კატალონიური გრანდის მთავარი დამრიგებლის პოზიციაზე კი ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩავის მიიჩნევენ.

ერნანდესი ამ დროისთვის ყატარულ კლუბს, „ალ საადს“ უდგას სათავეში. მიუხედავად ამისა, მისი სურვილი, საკუთარ კლუბში დაბრუნებაა, სადაც, როგორც ფეხბურთელმა, კარიერის უდიდესი და მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. შეთანხმების მისაღწევად კი მხოლოდ „ალ საადის“ ხელმძღვანელობის დასტურია საჭირო.

„სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობ. იმედია, ასეც მოხდება. ახლანდელ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და კლუბებმა ერთმანეთში შეთანხმება უნდა შეძლონ. ჩემი პოზიცია კი მათთვის ცნობილია“- აცხადებს 41 წლის ესპანელი სპეციალისტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button