მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

,,ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები”-საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს.

მდუმარე აქციას, რომელსც სანთლებით ,,ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები” ეწერა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერთან ერთად ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას განცხადებით, აფხაზი დებისა და ძმებისთვის, შეკრებილების მთავარი გზავნილი, ერთად მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

ამ დღიდან კი 29 წელი გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button