მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩეხეთი დააჩქარებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას

უკრაინაში ომი გრძელდება ფრონტზე 77 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისგან ჭურვების შეძენას გულისხმობს, უკრაინას მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში 100 000 ერთეულს მიაწვდიან.
„ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
ამასთან, მისივე თქმით, სექტემბრიდან საბრძოლო მასალების მიწოდების ვადები კიდევ უფრო დაჩქარდება.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ინიციატივას 18 ქვეყანა შეუერთდა, მათგან 15-მა უკვე შეასრულა ვალდებულებები და შეიტანა წვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი თანხა არსებობს იმისთვის, რომ 2024 წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 500 000 საბრძოლო მასალა მიაწოდონ.

უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში აღმოსავლეთიდან ბალისტიკური იარაღის საფრთხის გამო ჩაირთო. განგაშის დროს აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვის ოლქში.
44-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 12 სასაზღვრო დასახლება. დაფიქსირდა 128 აფეთქება. შედეგად, არის დაღუპული და დაშავებული.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 77 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რუსეთში, კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტაფსეში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაცია “ტელეგრამ” არხებით გავრცელდა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონების ჩამოგდებაზე მუშაობდნენ. ადგილობრივ ხელისუფლებისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, გერმანიიდან “პატრიოტის” საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი უკრაინაში ჩავიდა, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button