მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩეხეთი საზღვრებს ხსნის

ჩეხეთის მთავრობა საზღვრებს ხსნის და კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ აუქმებს. ჩეხეთი პირველი ქვეყანსა ევროკავშირში, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. კორონავირუსით დაინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირების ფონზე, ეს შესაძლებელი გახდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღე-ღამეში კორონავირუსსგან 163 ადამიანი განიკურნა, მხოლოდ 6 დაავადდა და გარდაცვალების არც ერთი ფაქტი დაფიქსირდა. სულ ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 7 188 ადამიანი, 213 გარდაიცვალა, 2 186 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, 4 789 პაციენტიდან 400 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენი კი, სახლში მკურნალობს.

27 აპრილიდან ჩეხეთში დიდი მაღაზიები, ავტოსკოლები, ფიტნეს-ცენტრები, ბიბლიოთეკები და ზოოპარკები მუშაობას განაახლებენ. ასევე ნებადართული იქნება ღვთისმსახურება ეკლესიებში, არაუმეტეს 15 ადამიანის მონაწილეობით.

შეზღუდვები რამდენიმე ეტაპად მოიხსნება. მაგალითად, 11 მაისს იგეგმება სავაჭრო ცენტრების გახსნა, შემდეგ კი, სასტუმროების და რესტორნების.

მსგავსი პოსტები

Back to top button