მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა

,,ახლა საკვანძო საკითხია ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება,, -უკრაინის პრეზიდენტი

ჩეხეთმა უკრაინისთვის 3.5 მილიონი საარტილერიო ჭურვის მოპოვების საშუალება იპოვა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მიუნხენში განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, პრაღა “მსოფლიოში ეძებს სამხედრო წყაროებს, შემდეგ კი ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობს”, და ცალკე აღნიშნა დანია, ნიდერლანდები და კანადა, რომლებმაც უზრუნველყვეს რესურსები იმისთვის, რომ სამხედრო აღჭურვილობა ჩეხეთში ჩასულიყო, საიდანაც ის მერე უკრაინაში იგზავნება.

„უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ საბრძოლო მასალის მიწოდებაში ყველაზე შესაძლო წყაროდან. ისეთივე ინოვაციურები და მოქნილები უნდა ვიყოთ, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები, და ვეძებოთ სამხედრო აღჭურვილობა ყველგან”, – განაცხადა პაველმა.

პაველის თქმით, ჩეხეთმა საარტილერიო ჭურვების ძიებაში წარმატებას მიაღწია.

„ახლა ნახევარი მილიონი 155 მმ კალიბრის ჭურვი ვიპოვეთ, და 122 მმ კალიბრის 3 მილიონი ჭურვი, რომლებიც შეგიძლია გადავგზავნოთ [უკრაინაში] რამდენიმე კვირაში, თუ ამის დაფინანსებას ვიპოვით. ამ დახმარებისთვის მივმართავთ აშშ-ს, გერმანიას, შვედეთს და ა.შ.“, – განაცხადა პაველმა.

ახლა საკვანძო საკითხია ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენთვის ახლა საკვანძო საკითხია პრინციპული ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება. უკრაინა და ჩვენი მებრძოლები საჭიროებენ და ძალიან ელიან მხარდაჭერის პაკეტზე დადებით კენჭისყრას. მადლობა ყველას, ვისაც ესმის რამდენი რამეა ამ ერთ კენჭისყრაზე დამოკიდებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კამალა ჰარისთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებსაც უკრაინამ უკვე მიაღწია რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობაში ამერიკული მხარდაჭერის, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის, წყალობით.

„ამერიკული Patriot რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის ყველაზე საიმედო დაცვაა. და ყოველი Patriot სისტემა არა მხოლოდ ასობით და ათასობით სიცოცხლეს არჩენს, არამედ ჩვენს ქალაქებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას აძლევს, შესაბამისად კი ჩვენს ეკონომიკასაც… უკრაინას მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობა უნდა დავუმატოთ და ამისთვის საჰაერო თავდაცვის საკითხი საკვანძოა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button