მსოფლიოსიახლეები

ჩეხეთში მომხდარ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, ბოლო დღეებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, მინიმუმ, 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჩეხური რადიო იუწყება.

წყალდიდობა ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია. პირველი მსხვერპლი პეტროვიცას ორი მკვიდრი იყო. ისინი ადიდებულმა მდინარე ოსობლოგამ იმსხვერპლა, რომელიც, როგორც წესი, კალაპოტებიდან არ გადმოდის ხოლმე. შემდეგ კი, მდინარეში რვა წლის მოსწავლე დაიხრჩო.

შემდეგ ჩეხეთის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი სპორტსმენი გარდაიცვალა, რომელთა სიცოცხლის გადარჩენაც მაშველებმა ვერ მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button