მსოფლიო

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

კენჭისყრა ორი დღე გაგრძელდება. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. ანალიტიკოსების აზრით, ძირითადი ბრძოლა ორ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს. ეს მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანია. იგი ანტირუსული სანქციების გაუქმებას მოითხოვს. მისი მთავარი კონკურენტი ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი ირჟი დრაგოშია. მისი პროგრამა ევროინტეგრაციაზეა ორიენტიებული.

პოლიტიკოსი ასევე გამოდის ჩეხეთში ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების გათავსებისთვის. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, არჩევნების მეორე ტური 26-27 იანვარს დაინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button