ჩეხეთში უკრაინის მხარდამჭერი მაიდანი გაიხსნა [Photo]

პრაღის ცენტრში, ჩეხებმა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებმა, სიმბოლური კარავი გაშალეს.

აქციის მიზანია რუსეთის აგრესიის დაგმობა და უკრაინის მხარდაჭერა. კარავი, უკრაინული სიმბოლოებით, პლაკატებით და პუტინის ფიტულით არის გაფორმებული.

ჩეხური მაიდანი ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის 40-მა მღვდელმა მოინახულა.

სასულიერო პირებმა ევროკავშირს უკრაინის დაცვა სთხოვეს და შესაბამის პეტიციას ხელი მოაწერეს.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9194″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button