მნიშვნელოვანისპორტი

ჩელსი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. კლუბი ტუხელს კონტრატს უხანგრძლივებს

ლონდონის ჩელსისა და მანჩესტერ სიტის ფინალური დაპირისპირება მინიმალური ანგარიშით, არისტოკრატებს სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. ევროპის საკლუბო ტურნირის თასი რომან აბრამოვიჩის მფლობელობაში არსებულმა გუნდმა მოიპოვა.

ზეპ გვარდიოლას ფეხბურთის სპეციალისტები მოულოდნელ და გაუმართლებელ სიურპრიზებში ადანაშაულებენ. სამაგიროდ, გერმანელი ტუხელი გამოდგა სტაბილურად მყარი და გერმანელი მოთამაშის, კაი ჰავეერტცკის გოლის წყალობით ჩელსს ისტორიაში მეორედ მოაგებინა ჩემპიონთა თასი.

თომას ტუხელმა ლონდონური კლუბი 2021 წლის დასაწყისში ჩაიბარა. ის, პარი სენ-ჟერმენიდან გაუშვეს. ტუხელს ხინჯად ქონდა ჩარჩენილი შარშან პარიზელებთან ერთად წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ახლა კი, არისტოკრატების ხელმძღვანელობა მას კონტრაქტს უხანგრძლივებს, რომლის დეტალებსაც სპორტული საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button