სპორტი

ჩელსი ჰაალანდს უმიზნებს

დორტმუნდის ბორუსიას 20 წლის თავდამსხმელით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული.

ერლინგ ჰაალანდის გადაბირებას ცდილობეn ისეთი გრანდები, როგორებიც არიან: მანჩესტერ სიტი, მანჩსტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი.

ნორვეგიელ შემტევს ბორუსიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და იმ შეემთხვევაში თუ ფეხბურთელი დროზე ადრე დატოვებს კლუბს, მისი პირგასამტეხლოს საფასური 75 მლნ. ევროს ტოლფასი იქნება.

ლონდონის ჩელსის ადმინისტრაცია მზადაა, ჰაალანდის შესაძენად საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გადაფაროს და მასში კოლოსალური თანხა გადაიხადოს.

როგორც ცნობილია, არისტოკრატების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 80 მლნ ევროა. აღნიშნული თანხა ლონდონელებმა თავის დროზე მეკარე კეპა არისაბალაგაში და კაი ჰავერტციში გადაიხადეს.

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდელთა რიგებში 2020 წლიდან გამოდის. გასულ სეზონზე ნორვეგიელმა, ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა. 25 მატჩში მან 25 გოლი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button