მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 3 პედაგოგს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 3 პედაგოგს დაუდასტურდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, აჭარაში ინფიცირების 4-5 წყარო უცნობია და კვლევა მიმდინარეობს.

ეფაძის თქმით, აჭარაში 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, 100-ზე მეტი შემთხვევა მსუბუქია, 129 ადამიანი უკვე გადაიყვანეს ე.წ. კოვიდკარანტინში.

კორონავირუსით ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან, 124 აჭარაში დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. მკურნალობის კურსს 414 პაციენტი გადის, მათგან 285 სამედიცინო დაწესებულებაში, 129 კი, საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 5 ადამიანი საკარანტინო სივრციდანაა, ინფიცირების შემთხვევათა დიდი ნაწილი კი, წინა დღეებში დადასტურებულებთან კონტაქტია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 562 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა 19.

ბოლო კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button