“ჩემი ცოლის დაქალები” 6 წლისაა

ყველაზე პოპულარული ქართული ტელესერიალი და სოციალური სატირა “ჩემი ცოლის დაქალები” დღეს 6 წლის გახდა.

“დღეს 26 ნოემბერია! ზუსტად 6 წლის წინ, 2011 წლის 26 ნოემბერს გავიდა ჩემი ცოლის დაქალების პირველი სერია რუსთავი2-ზე! ეს კი პირველი სერიის სულ პირველი პრომოა.

მადლობა, უკვე 6 წელი და 12 სეზონია ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირას (და ზოგჯერ ორშაბათსაც) ჩვენთან ერთად რომ ხართ!

დღეს, 2017 წლის 26 ნოემბერს ეთერში ჩემი ცოლის დაქალების ზუსტად 545-ე სერიაა!” – წერს ჩცდ-ს ფეისბუკ გვერდი.

“ჩემი ცოლის დაქალები” არის “ფორმულა კრეატივის” შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალი, რომელიც 2011 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის ტელეკომპანია “რუსთავი2”-ზე.

სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ფემინისტი თინას, ქარაფშუტა კატოსა და დიასახლისი ნინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდათ ახალი დაქალები – ნატაშკა და ანკა.

“ჩემი ცოლის დაქალები”ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.

სცენარის ავტორი: ქეთი დევდარიანი რეჟისორები: გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი პროდიუსერები: ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, მიშა მშვილდაძე როლებში: ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, მაკა ძაგანია, ნინო გაჩეჩილაძე, ბაია დვალიშვილი, თინა მახარაძე, ლეო ანთაძე, მედეა ლორთქიფანიძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ქეთა ორბელაძე, გიორგი ბარბაქაძე, ნანუკა გულუა, ანი ჩირაძე, ქეთი ხუციშვილი,ბუბა მირცხულავა, შოთიკო ნოზაძე და სხვები.

სერიალი 6 წელია სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button