მსოფლიოსიახლეები

ჩემპიონატი საფლავების თხრაში

რუსეთში, ქალაქ ომსკში ზაფხულის ბოლოს დაგეგმილია შეჯიბრების ჩატარება საფლავის სწრაფად გათხრაში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ტურნირის შესახებ ინფორმაცია კი, ერთ-ერთი სარიტუალო კომპანიის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ღონისძიების დეტალებისა და გეგმების და დროის განრიგის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ნოვოსიბირსკის განყოფილებამ დაადასტურა. როგორც აღნიშნულია, ჩემპიონატი აგვისტოს დასაწყისში ვლადივოსტოკში უნდა გამართულიყო, თუმცა შემდეგ, საიზოლაციო ღონისძიებების გამო, მისი ომსკში გადატანა დაიგეგმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ფესტივალის მთავარ მიზანს გართობა წარმოადგენს. გათხრილი საფლავების შესაფასებლად, არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები: ორმოს სიგრძე სიგრძეში 200 სანტიმეტრს უნდა აღწევდეს, სიგანეში – 80-ს, ხოლო სიღრმეში 160 სანტიმეტრი უნდა იყოს. აგრეთვე, შეფასდება მუშაობის აკურატულობა და სიზუსტე. შესაფასებლად,ჟიური ნამდვილ კუბოებს გამოიყენებს, რომელიც საფლავში პირველივე ცდაზე უნდა ჩაეტიოს.

ტურნირის გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრის გამართვა პირველად არ ხდება. გასული წლის სექტემბერში, იგივე ტურნირი უნგრეთში ჩატარდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button