ჩემპიონთა ლიგა… მასპინძლებმა შეხვედრები წააგეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/ლიგაა.png)
ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. „ლაციომ“ სახლში მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით: 1:4 დამარცხდა.
გერმანულმა კლუბმა მეოთხედფინალის საგზური პრაქტიკულად უკვე გაინაღდა.
რომის „ოლიმპიკის“ სტადიონზე პირველი გოლი, რომლის ავტორიც ლევანდოვსკი გახლდათ, მე-9 წუთზე გავიდა. მეორე და მესამე გოლები, შესაბამისად: მუსიალას და სანეს ანგარიშზეა. რაც შეეხება მეოთხე გოლს, ის 47-ე წუთზე, საკუთარ კარში აჩერბიმ ჩაჭრა. რომაელთაგან კი ე.წ. პრესტიჟის გოლი 49 წუთზე კორეამ გაიტანა.
ბუქარესტის „ნაციონალეს“ სტადიონზე „ატლეტიკო“ ჩელსის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით: 0:1 დათმო. მატჩის ერთადერთი და ულმაზესი გოლი ოლივერ ჟირუმ 69-ე წუთზე გაიტანა. თავიდან, მატჩის არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი ჩაითვალა.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.