სპორტი

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალისტი გარკვეულია. „ბარსელონა“ გავარდა

ჩემპიონთა ლიგაზე 10 მარტს საპასუხო მერვედფინალებიო გაიმართა.

საკუთარ მინდორზე, პარიზული გრანდის მიერ განადგურებულმა ბარსამ სენსაცია ვერ მოახდინა და სტუმრად „პსჟ“-სთან დაზავდა.

პარიზული კლუბის ფეხბურთელები დაცვის ხაზს უმკაცრესად აკონტროლებდნენ. 30-ე წუთზე მბაპემ პირველი გოლი გაიტანა, რასაც 7 წუთის შემდეგ მესის საპასუხო გოლი მოყვა. ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა და პარიზელებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

მეორე მეოთხედფინალისტი „ლივერპული“ – „ლაიპციგის“ დაპირისპირებაში გამოირკვა. პირველი შეხვედრის ანალოგიურად, ლივერპულმა ლაიპციგს კვლავ 2:0 სძლია და შემდეგ ეტაპზე იოლად გავიდა. გოლები, მეორე ტაიმში, სალაჰის და მანეს ანგარიშზეა.

მიმდინარე ტურში რეკორდიც დაფიქსირდა. 22 წლის და 80 წლის კილიან მბაპემ მესის რეკორდი დაამხო და ტურნირებზე, თავის 25-ე გოლი გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button