სპორტი

ჩემპიონთა ლიგაზე ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

ტრადიციულად, შევეიცარიაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტები დააწყვილეს.

ჯგუფური ეტაპიდან გასული 16 ევროპული საფეხბურთო კლუბი 2 კალათად გაიყო. შესაბამისად, ჯგუფების გამარჯვებულები განთესილებში მოხვდნენ,მეორე ადგილოსნები კი – განუთესავებში.

წილისყრაზე მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, ერთი ქვეყნის გუნდები და ჯგუფურ ეტაპზე ერთიდაიგივე ქვეჯგუფში მყოფი კლუბები მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2021 წლის 16,17,23 და 24 თებერვალს გაიმართება. განმეორებითი მერვედფინალები კი 8,10,16 და 17 მარტს შედგება.

მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
გლადბახი – მანჩესტერ-სიტი
ლაციო – ბაიერნი
ატლეტიკო – ჩელსი
ლაიპციგი – ლივერპული
პორტუ – იუვენტუსი
ბარსელონა – პსჟ
სევილია – დორტმუნდი
ატლანტა – რეალი

მსგავსი პოსტები

Back to top button