სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნონილია

ჩემპიონთა ლიგაში ევროპის 4 საუკეთესო კლუბი გარკვეულია.

„მანჩესტერ-სიტი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ გაარკვევს ურთიერთობას, „რეალის“ და „ჩელსის“ წყვილი კი ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი დაპირისპირება უნდა გამოვიდეს.

გუშინ კიდევ ორი ბოლო განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.

ლივერპული მადრიდულ სამეფო კლუბს დაუხვდა და თამაში, მრავალი სახიფათო მომენტის მიუხედავად, უგოლოდ დასრულდა.

წინა მატჩში მოგებული 3:1-ის წყალობით, ნახევარფინალში რეალი გავიდა.

დორტმუნდის ბორუსიასა და მანჩესტერ სიტის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირების მსგავსად, საპასუხო შეხვედრაც ქალაქელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში სიტი ნახევარფიალშია და პსჟ-ს შეხვედება.

უნდა აღინიშნოს ერთი სამწუხარო ფაქტიც: ენფილდზე დასაწყები მატჩის წინ ლივერპულის ფანები „რეალის“ ავტობუსს თავს დაესხნენ და ქვები და ბოთლები დაუშინეს. ჩაამტვრიეს ავტობუსის ფანჯარა, სადაც „რეალის“ მწვრთნელი იჯდა.

სავარაუდოდ, ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება საერთაშორისო ფეხბურთის სადისციპლინო კომისიისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button