ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადახურულ არენაზე გაიმართება

პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადახურულ არენაზე გაიმართება.

უელსის საფეხბურთო ასოციაცია მიიჩნევს, რომ „რეალი“-„იუვენტუსის“ მატჩის დროს უსაფრთხოება ამ ფორმით უფრო მეტად იქნება დაცული.

“დაინტერესებულ მხარეებს შორის განხილვის შემდეგ იმ აზრამდე მივედით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს, კარდიფის სტადიონი გადაიხურება”, – წერია უელსის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ წერილში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც „რეალი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ, დღეს 3 ივნისს „მილენიუმის“ სტადიონზე გაიმართება. გარდა ამისა, „მილენიუმის“ სტადიონი ორივე საფეხბურთო კლუბის ვარჯიშების დროსაც გადაიხურა. ორგანიზატორები ე.წ. დრონიდან ტერორისტული შეტევებისგან თავს უკვე იზღვევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button