რეგიონი

ლაგოდეხში ორი ქუჩის რეაბილიტაციაზე მილიონ ნახევარ ლარამდე დაიხარჯება

ლაგოდეხში, წერეთლის და რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ითვალისწინებს ასფალტის საფარის დაგებას, სანიაღვრე არხების და ტროტუარის მოწესრიგებას.

როგორც ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, “წერეთლის ქუჩაზე დაიგება 562 მეტრ სიგრძეზე ახალი გზის საფარი, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტირდება გზა 1420 მეტრ სიგრძეზე.

ამ ორ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე 1 404 091 ლარი დაიხარჯება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. გეგმის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მერიაში რადიო “ჰერეთს” განუცხადეს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაც, რისთვისაც 430 778 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის ყველა ქუჩაზე ასფალტის საფარი სასმელი წყლის სარებილიტაციო პროექტის ფარგლებში თითქმის მთლიანად განადგურდა. ამის გამო უკვე 4 წელია მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button