მნიშვნელოვანირეგიონი

ჩემს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მართავენ – ნიკა მელია

ნიკა მელია ზუგდიდში მოსახლეობასა და პარტიულ აქტივს შეხვდა.
შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრის დაწყებამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ოპონენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას მიმართავენ, თუმცა მათ ბრძოლის თავიანთი სტრატეგია აქვთ.

დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე მის მხარდასაჭერ ბრიფინგს საკრებულოს დეპუტატებთან ერთად,ან/და რატომ გამოუცხადა მხარდაჭერა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან კონჯარიამ მელია პასუხობს რომ არ იცის და ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.

ენმ – ში პარტიის თავმდჯომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის – ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button