მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის თავდასხმის შედეგად148 ადამიანი დაშავდა

გუშინ, რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ჩერნიჰივის ცენტრი დაბომბეს ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა, ჩერნიჰივის ცენტრზე იერიში ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. დარტყმა დრამატულ თეატრზე განხორციელდა, სადაც დრონების მწარმოებელთა შეკრება იმართებოდა.

თუმცა, ჩერნიჰივი გამონაკლისი არ არის, ოკუპანტების სამიზნე ისევ დასახლებული ადგილებია, რუსულ თავდასხმებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

“სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის მორიგი უკიდურესად მძიმე თავდასხმა უკრაინაზე, ჩვენს ჩერნიჰივზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას სამძიმარი გამოუცხადა. სამწუხაროდ, ჩერნიჰივში რუსულ რაკეტას 7 ადამიანი შეეწირა. მათ შორის იყო სოფია, 6 წლის. ვუსამძიმრებ ახლობლებს. არის 148 დაჭრილი და დაშავებული, მათ შორის 15 ბავშვი. რაკეტა ქალაქის ცენტრს მოხვდა – უფლის ფერიცვალების დღესასწაულზე. სამაშველო ოპერაციაში 140 ადამიანი მონაწილეობდა. ექიმები, სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც ბავშვების, თუ უფროსების სიცოცხლე გადაარჩინა,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი.

“გუშინ მტერმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 148 ადამიანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
დილის 6:20 საათის მონაცემებით, ქალაქ ჩერნიჰივის საავამყოფოში 41 ადამიანი რჩება. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ, 15 ადამიანს ოპერაიცა გაუკეთდა”, – ამბობს ჩერნიჰივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ლომაკომ უწოდა „ომის დანაშაული“.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, დენიზ ბრაუნმა დაგმო „უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე განმეორებადი თავდასხმები“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაგმო რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო შვიდი დაიღუპა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ კიდევ ერთ საზარელ სარაკეტო თავდასხმას ჩერნიგოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვგლოვობთ ამ ტრაგიკულ დანაკარგს, ჩვენი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. აშშ ყოველთვის იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთმა ახლავე უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი“, – წერს ბლინკენი.

აღნიშნული ფაქტი დაგმო უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმაც.

ჩერნიგოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ჩერნიგოვზე რუსული ბალისტიკური რაკეტის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტით დარტყმა ჩერნიგოვის ცენტრში დრამატულ თეატრზე განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button