ინდირა ზარანდიას შეყვარებულის ემოციური პოსტი

13 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილი, რადიო “საქართველოს ხმის” კორესპონდენტისა და წამყვანის ინდირა ზარანდიას მეგობარი ბიჭი ირაკლი ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ყველამ ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან.

ინდირა იყო ზე-ადამიანი. ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვლა. საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული.

პირადად ჩემთვის, ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება… მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს, ჩემ ინდირასთან ერთად.

ამ დღის მერე,მეც გვამი ვარ, უფრო სწორად, მოსიარულე გვამი… მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს

შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე. თუმცა, წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა” – წერს ირაკლი ჟორჟოლიანი. 

ინდირა ზარანდიას და ლიზა ზარანდია ამ დრომდე დაკარგულთა სიაშია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10058″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434491449800″]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button