ჩიკაგოში ტრამპის მხარდამჭერს სცემეს [Video]

ჩიკაგოში უცნობი პირები პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერს თავს დაესხნენ და მისი ავტომობილი გაიტაცეს. ინციდენტი ოთხშაბათს დილით ქალაქის ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოხდა. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციით, ოთხმა აფროამერიკელმა თეთრკანიანი მამაკაცი ავტომობილიდან გადმოათრიეს და უმოწყალოდ სცემეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა YouTube-არხზე გამოქვეყნდა.
ვიდეოზე კადრს მიღმა ქალის ხმა ისმის, რომელიც ბოროტმოქმედებს აქეზებს.
“ტრამპს ხმა რომ მისცა, ამისთვის მაგრად გალახეთ!”, – ისმის ქალის ხმა.
როგორც კადრში ჩანს, მსხვერპლი თავდამსხმელებს წინააღმდეგობას არ უწევს. ინციდენტის დასასრულს ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა მსხვერპლის ავტომობილი გაიტაცა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ დაზარალებული მამაკაცი ჰოსპიტალსი გადაიყვანეს, ავტომობილი კი უკვალოდ გაქრა.