ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [Video]
იაპონიასა და კურილის კუნძულებზე ცუნამს ელოდებიან.
ჩილეს კოკიმბოს ოლქში, რომელმაც მიწისძვრისგან ძლიერი დარტყმა მიიღო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – გვაცნობებს Reuters.
შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, ჩილეს სანაპიროსთან 8,3 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ვალპარაისოსთან დაფიქსირდა. გამოცხადებულია ცუნამის საშიშროება. ადგილობრივი მასმედია ინფორმაციას ავრცელებს, რომ ქალაქ კოკიმბოს 4,5 მეტრიანი ტალღები დაატყდა.
დაღუპულთა რიცხვმა უკვე 10 ადამიანს მიაღწია, მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და საცხოვრებელი ადგილებიდან ევაკუირებულია.
დღეს, 18 სექტემბერს, ჩილეში ხელმეორე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელმაც 5,1 ბალი შეადგინა.
იაპონელმა მეტეოროლოგებმა ცუნამის საშიშროება გამოაცხადეს. ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ტალღებმა, შეიძლება წყნარი ოკეანის სანაპიროზე განლაგებული ყველა ქვეყანა მოიცვას.
კურილის კუნძულებზე გადაწყვიტეს, რომ ცუნამის საშიშროება არ არსებობს და გაფრთხილება არ გამოაცხადეს.