მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

ჩინეთი „დიდი შვიდეულის“ განცხადებას გმობს

მას შემდეგ, რაც „დიდმა შვიდეულმა“ პეკინი გააკრიტიკა სინიანსა და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ლონდონში ჩინეთის საელჩომ „შვიდეულის“ ერთობლივი განცხადება დაგმო, როგორც საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გამო.

აშშ იქაური უიღურებისა და სხვა უმცირესობების, ძირითადად მუსლიმების, მიმართ დარღვევების აღსაწერად ტერმინ „გენოციდს“ იყენებს. სინიანში წარმოებული პოლიტიკის გამო ჩინეთი დიდ საერთაშორისო კრიტიკას აწყდება.

„ჩვენ წინ წავწევთ ჩვენს ღირებულებებს, მათ შორის ჩინეთისთვის მოწოდებებით, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით სინიანში, და უფლებებს, თავისუფლებებსა და მაღალი ხარისხის ავტონომიას ჰონგ-კონგისთვის, რაც ჩაწერილია ჩინეთ-ბრიტანეთის ერთობლივ დეკლარაციაში,“ ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა ერთობლივ დეკლარაციაში.

საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ხელის შესაწყობად „დიდმა შვიდეულმა“ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ნაცვლად ხელოვნურად წარმოქმნილი კონფრონტაციისა და დაპირისპირებისა.

მსგავსი პოსტები

Back to top button