მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩინეთი მის მიერ წარმოებული კოვიდვაქცინების ნაკლებ ეფექტიანობას აღიარებს

ჩინეთის მიერ წარმოებული, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია, ამის შესახებ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გაო ფუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით ეფექტის გასაზრდელად მათი კომბინირების შესაძლებლობა განიხილება.

შეგახსენებთ, ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმის” 100 ათასი დოზა შეძენილი აქვს საქართველოს, თუმცა მისი გამოყენება ჯერ არ დაუწყია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელოდებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ამ ვაქცინის ავტორიზაციას.

საქართველომ ასევე ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო Sinova-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა.

მსგავსი პოსტები

Back to top button