კრიმინალი
ჩინეთის ერთ-ერთ ცათამბჯენში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ცათამბჯენში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ამჟამად უცნობია.
„ადგილიდან სქელი კვამლი ამოდის და რამდენიმე ათეული სართული იწვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები დაიწყეს“, – იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.
მათივე ცნობით, შენობაში სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, China Telecom-ის ოფისია განთავსებული. ჰუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშას მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეადგენს.