ჩინეთის სამხრეთით კიდევ ერთი აფეთქება მოხდა [Photo/video]

1 ოქტომბერს, ჩინეთის სამხრეთით მდებაზე გუანში-ჩჟუანის ავტონომიურ ოლქში აფეთქება მოხდა, სადაც წუხელ აფეთქებების მთელ რიგ სერიას ჰქონდა ადგილი. 7 ადამიანი დაიღუპა, 55 დაიჭრა. ინციდენტზე ახალ ინგორმაციას ჩინური ტელეარხი NTDTV ავრცელებს.

გუშინ, 30 სექტემბერს, ლეჩჟოუს ოლქის ლუჩენის მაზრაში 17 ასაფეთქებელი მოწყობილობა დეტონირდა, რომელიც ექსპრეს-მიტანის ამანათებში იყო დამონტაჟებული. სავაჭრო სახლში, ციხეში, ადმინისტრაციულ შენობაში, სუპერმარკეტში, ავტოსადგომზე, საავადმყოფოსა და ბაზარში აფეთქებები თითქმის ერთდროულად მოხდა.

ხელისუფლების მონაცემებით, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მიმდინარეობს ინციდენტების გამოძიება, – გადმოსცემს ჩინური სააგენტო Xinhua.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”19318″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button