ჩინეთმა შობადობის რეკორდი დაამყარა [Video]

ჩინეთში 2000 წლის შემდეგ შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2016 წელს ქვეყანაში 18,26 მილიონი ბავშვი დაიბადა. ახალშობილთა 45% ოჯახში მეორე შვილს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა იან ვენჯუანმა – ჩინეთის ჯანდაცვისა და გეგმიური შობადობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა.

2011-2015 წლებში შობადობის წლიურმა მაჩვენებელმა 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. ასეთი ეფექტური შედეგი 1979 წელს შემოღებულმა პოლიტიკამ – „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“ გამოიწვია, რომელიც მოსახლეობის მატებას ზღუდავდა. წყვილს, რომელსაც მეორე შვილის გაჩენა სურდა, მაღალი ჯარიმა ეკისრებოდა.

2015 წლის დასასრულს ჩინეთმა თავის დემოგრაფიულ პოლიტიკაში შესწორება შეიტანა. ქვეყნის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ოჯახებს მეორე შვილის გაჩენის უფლება დართო. შედეგად, მუშა-მოსამსახურეთა რიცხვი შემცირდა. ამჟამად ხელისუფლება შიშობს, რომ ახალგაზრდა ჩინელები ხანდაზმულთა შენახვას ვეღარ გაუმკლავდებიან.

ჩინეთის ჯანდაცვისა და გეგმიური შობადობის სახელმწიფო კომიტეტის დირექტორის მოადგილემ, ვან პეიანმა განაცხადა, რომ შობადობის ზრდის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში ბავშვთა გაჩენაზე კონტროლს კვლავ შემოიღებენ, რომელიც 2045 წლამდე გასტანს.

აღსანიშნავია, 2016 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოსახლეობის რაოდენობამ 1 მილიარდ 382 მილიონ ადამიანს მიაღწია. აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2016 წლის ივლისში დედამიწის მოსახლეობამ 7,3 მილირდი ადამიანი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button