მნიშვნელოვანისაქართველო

“ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 20 ივნისს საზოგადოების პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნამ. ამაზე საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გადადგა, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მიეღო. 

“ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი,” – განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ შეძლო და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რაც წინა ხელისუფლების წევრებს არ გაუკეთებიათ. 

მსგავსი პოსტები

Back to top button