ჩინეთს სუპერ-ტაიფუნ Chan Hom გადაუარა [Video]
ჩინეთის პროვინცია ჩჟეცზიანიდან მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული, შანჰაის ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლების დატოვებას არ ურჩევს.
მეტეოროლოგებმა უძლიერესი ქარის სიჩქარე დააფიქსირეს, რომელმაც საათში 187 კილომეტრს მიაღწია.
ტაიფუნ Chan Hom-ის გამო, ფილიპინის კუნძულებზე 5 ადამიანი დაიღუპა. ტაიფუნი აგრეთვე ტაივანსა და იაპონიას შეეხო, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ჩინეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ცენტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ 1949 წელს მძვინვარე სტიქიის შემდეგ, ეს ტაიფუნი შეიძლება ყველაზე ძლიერი იყოს.
მოსალოდნელია, რომ ტაიფუნი შანჰაისაც მიუახლოვდება. იქ უკვე ქარიშხალი და ძლიერ წვიმაა.
ჩჟეცზიანის ხელისუფლებამ განკარგულება გასცა, რათა 29 ათასი თევზსაჭერი შხუნა პორტებში დაბრუნდეს. უკანასკნელი მონაცემებით, სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.
სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, Chan Hom-ი, თანმხლები თავსხმითა და ქარიშხლით, კიდევ რამდენიმე დღე იმძვინვარებს.