ჩინეთში 31 თითიანი ბავში დაიბადა [Photo/Video]

ჩინეთის ერთ-ერთი ოჯახი, სადაც ბავშვი პოლიდაქტილიული ანომალიით დაიბადა, ძვირადღირებული ოპერაციისთვის ფულს ითხოვს. ბიჭი, რომელსაც ხელებსა და ფეხებზე 31 თითი აქვს, მიმდინარე წლის დასაწყისში გაჩნდა. ექიმების ვარაუდით, ზედმეტი 11 თითის მოკვეთა იოლი არ იქნება, ვინაიდან ამჟამად ჩვილის ორგანიზმი ანესთეზიას ვერ გაუძლებს, – წერს Life.

ბავშვის დედამ ფეხმძიმობის პერიოდში ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ორჯერ ჩაიტარა, მაგრამ ექიმებმა ნაყოფის ანომალია ვერ აღმოაჩინეს.

სტატისტიკური მონაცემებით, პოლიდაქტილია ტერფის ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი ანომალიაა და ამიტომაც ყველაზე უკეთ არის შესწავლილი. ყოველი 5 000 ახალშობილიდან ერთი პოლიდაქტილიით იბადება – ხელის მტევანზე, ტერფზე ან ორივეზე ზედმეტი თითები აქვს. ეს დაავადება ბიბლიაშიცაა ნახსენები: გოლიათის ერთ-ერთ შვილს ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა. გადმოცემის თანახმად, მარჯვენა ხელზე ექვსი თითი ინგლისის დედოფალ ანა ბოლეინსაც ჰქონდა და სწორედ ამ ნაკლის დასაფარად მან სასახლის კარზე გრძელსახელოიანი კაბების მოდა შემოიღო.

თითების რაოდენობის რეკორდი ინდოელ ბიჭს – აქშათ საქსენს ეკუთვნის, რომელსაც ხელებზე 7-7 და ფეხებზე კი 10-10 თითი აქვს.

ცნობილ ადამიანთა შორის, რომელთაც მსგავსი გენეტიკური ანომალია აღენიშნებათ, მსახიობი ჰოლი ბერი და ტელეწამყვანი ოპრა უინფრია, მათ თითო ფეხზე 1 ზედმეტი თითი გააჩნიათ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34662″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button