ჩინეთში 6,5 სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა, – იუწყება სააგენტო Sina.
სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის კერა, ქალაქ ურუმჩის მიდამოებში, 10 კილომეტრის სიღმეზე მდებარეობს.