ჩინეთში ბიჭმა მშობლებთან შეკამეთების დროს საჩვენებელი თითი მოიჭრა
სუჯოუში 11 წლის ბიჭმა მამამისთან კამათის დროს საჩვენებელი თითი მოიჭრა, – გვაცნობებს გამოცემა Mashable.
დაზარალებული მოზარდის მშობლები ძალიან აღშფოდნენ, როცა მათი ვაჟი მთელი დღე მობილურ ტელეფონში თამაშებით ერთობოდა. დედამ მას შენიშვნა მისცა იმის თაობაზე, რომ ამგვარი საქციელი მისი 6 წლის ძმისთვის ცუდი მაგალითის მიმცემია.
მოზარდის მამამაც აღნიშნა, რომ დროის ამგვარი ხარჯვა მისთვის ძალიან მავნეა. კამათის დროს ბიჭმა დანას ხელი დასტაცა და მარცხენა ხელზე საჩვენებელი თითი მოიჭრა.
ბავშვი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას მოჭრილი თითი მიაკერეს, მაგრამ მედიკოსების ვარაუდით, ოპერაციის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.