![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/china.jpg)
6 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული კომისია ავრცელებს.
კომისიის არქივის თანახმად, ჩინეთის მთავარობა 22 იანვრის შემდეგ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობას ყოველდღიურად აქვეყნებდა. ქვეყანაში პირველი პაციენტი 11 იანვარს გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსს 3 332 ადამიანი ემსხვერპლა, 81 740 კი, დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.