ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა [Video]

ჩინეთის პროვინცია ცინხაიში 6,4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა 40-ზე მეტი შენობა დაანგრია, – იუწყება ადგილობრივი მასმედია.
ინფორმაცია მსხვერპლსა და დაზარალებულებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამჟამად, პოლიციელები და მაშველები ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებენ.
პირველი მიწისქვეშა ბიძგი ადგილობრივი დროით 01.00 საათზე დაფიქსირდა. 20-გრადუსიანი ყინვის მიუხედავად, მოსახლეობამ პანიკაში სახლები დატოვა და ქუჩებს მიაშურა.
სეისმოლოგების მონაცემებით, მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები 2 მეზობელ
პროვინციაშიც იგრძნობოდა.