მნიშვნელოვანიმსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 492-მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 492-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ “როიტერი” ჩინეთის ეროვნულ ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით იუწყება.

დაინფიცირებულთა რაოდენობა 24 324-ია.

არსებული მონაცემებით, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი ფილიპინებში ემსხვერპლა.

ჩინეთის გარდა 27 ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 230 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button