მსოფლიოსიახლეები

ჩინეთში მაღაროს ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჩანჩუნთან მდებარე
ქვანახშირის მომპოვებელ მაღაროში მომხდარ ნგრევას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, ათი კი დაშავდა. ავარია დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, რამაც
2,3 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. 

სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც მიწისქვეშ ჩარჩენილი მაღაროელების ამოსაყვანად მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დასრულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button