ჩინეთში მამა-შვილი სექს-თოჯინებთან ერთად ცხოვრობს [Photo/Video]
ჩინეთში 58 წლის ლი ჩენი და მისი 18 წლის ვაჟი იანგიანგი 7 სექს-თოჯინასთან ერთად ცხოვრობს. უჩვეულო ოჯახმა, რომელიც გუიჯოუს პროვინციაში ცხოვრობს, მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო, – გვაცნობებს Daily Mail.
მამაკაცების მტკიცებით, ისინი თოჯინებს ოჯახის წევრებად თვლიან და დანიშნულებისამებრ არ იყენებენ.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა 2010 წელს ლი ჩენი მეუღლეს გაეყარა და სახლში პირველი თოჯინა მიიტანა. მოგვიანებით მამის ახირება შვილსაც გადაედო.
„ყველაფერს, რაც მსოფლიოში იქმნება, აზრი გააჩნია. მიმაჩნია, რომ ჩემს დებზე უნდა ვიზრუნო“, – განაცხადა იანგიანგმა.
გამოცემის ინფორმაციით, თითოეული თოჯინის ფასი 1,5 ათასი დოლარს, ხოლო მათი ტანსაცმელი 400 დოლარს შეადგენს. ჯამში მამაკაცებმა თოჯინებს 14,5 ათასი დოლარი დაახარჯეს.