10 ახალი ავტობუსი უკვე თბილისშია

MAN -ის 10 ახალი ავტობუსი უკვე საქართველოშია. დღეს ვარდების მოედანზე ახალი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსები უახლოეს დღეებში #61 ხაზზე იმოძრავებენ.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და მუშაობს CNG-ის საწვავზე.

”მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ავტობუსებში აღჭურვილია გათბობისა და კონდიცირების სისტემით. თბილისის მერის განცხადებით, ახალი ავტობუსების შესაძენად EBRD-მა – 27 მილიონი გამოყო, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
თბილისის მერის ინფორმაციით, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. 13 ავტობუსი იანვარში შემოვა, 60 – თებერვალში, 60 ავტობუსი კი – მარტის თვეში.

მსგავსი პოსტები

Back to top button