ჩინეთში მუსიკალური გზა გაიხსნა [Video]

პეკინის ერთ-ერთი გზატკეცილის 300-მეტრიან მონაკვეთზე მუსიკალური გზა დაამონტაჟეს. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი 30-45 კმ/სთ-ის სიჩარით ივლის, მაშინ 30 წამის განმავლობაში “სამშობლოსადმი ოდის” მელოდიას მოისმენს, – იუწყება სააგენტო Sina.

მუსიკის ჰანგები საგანგებოდ დაგებულ ასფალტზე, ავტომობილის ბორბლების ხახუნის შედეგად, წარმოიქმნება და მძღოლი, სიჩქარის გადამეტების შემთხვევაში, სასიამოვნო მელოდიას ვეღარ მოისმენს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ, იაპონიაში, ფუძიამის რაიონში მდებარე გზატკეცილზე მუსიკალური გზა გაიხსნა.

ანალოგიური მუსიკალური გზა აშშ-ი, ნიუ-მექსიკოშიც ფუნქციონირებს. იქ მელოდია America the Beautiful-ის მოსმენა შეიძლება

მსგავსი პოსტები

Back to top button