მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინეთში ნახშირის მომპოვებელი საბადო ჩამოინგრა

ჩინეთში უბედურ შემთხვევას 21 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ შენ მუ-ში ნახშირის მომპოვებელი საბადო ჩამოინგრა. ავარიის დროს მიწისქვეშ 84 მაღაროელი იმყოფებოდა. ორდღიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურებმა 66 მეშახტე გადაარჩინეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარი ბოლო პერიოდში ჩინეთის მაღაროებში ყველაზე მასშტაბური ავარიაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button