ჩინეთში ყველაზე დიდი საბრძოლო დრონი წარმოადგინეს [Video]
ჩინეთის ქალაქ ჯუხაიში (პროვინცია გუანდუნი) საერთაშორისო ავია-აეროკოსმოსურ გამოფენაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი Caihong 5 (CH-5) წარმოადგინეს.
დრონის ფრთების შლილის სიდიდე 21 მეტრს შეადგენს, ხოლო მას ჰაერში ყოფნა 10 კილომეტრის სიმაღლეზე 60 საათის განმავლობაში შეუძლია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ უპილოტო CH-5-ს 24 რაკეტის ზიდვა და მოწინააღმდეგის სახმელეთო-საზღვაო მიზნების განადგურება შეუძლია.