
ჩინეთის სამხრეთ და ცენტრალური რეგიონებში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმაა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, სტიქიამ უკვე სამოცზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს 356 ათასი ადამიანი კი ევაკუირებულია.
ამ დროისთვის, 9300 სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,71 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწაა განადგურებული, ზარალის ოდენობა კი,
უკვე 1,93 მილიარდ დოლარს აღწევს.