ჩინეთში წყალდიდობას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წყალდიდობას ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში. სტიქიურმა უბედურებამ მილიონობით ადამიანი დააზარალა.

გადაუღებელი წვიმის გამო რეგიონის მასშტაბით 38 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. განადგურებულია მოსავალი.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. სამაშველო ოპერაციაში 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეც არის ჩართული.

ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button