მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩინეთში წყალდიდობის დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მეტეოროლოგები აცხადებენ, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა. 100 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული პროვინციის დედაქალაქ ჩჟენჩჟოუდან, სადაც სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობა შეფერხებულია, ხოლო რეზერვუარებსა და კაშხლებში წყლის დონე საგანგაშო ნიშნულამდეა აწეული.

წყალდიდობის გამო დატბორილია მეტროს სადგურებიც, საიდანაც სამაშველო სამსახურებმა 500-მდე ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

მეცნიერები წყალდიდობებს ჩინეთსა და ევროპაში, ხოლო ხანძრებს ჩრდილოეთ ამერიკაში გლობალურ დათბობას უკავშირებენ. რაც, მომავალში უფრო გახშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button