მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩინურ სინოვაკზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

ჩინურ სინოვაკზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, სინოვაკით ვაქცინაცია უკვე 24 მაისიდან იგეგმება.

“საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის.

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სინოვაკის ვაქცინას ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. საქართველოში ის 30 აპრილს შემოვიდა.

შეგახსენებთ,საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა
დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

მსგავსი პოსტები

Back to top button