
გამოცემა Diario De Ibiza-ს ცნობით, კომპანია Playtika თავის 2,500 თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის იბიცაზე გაგზავნის. სპეციალურად მათთვის კლუბში კონცერტს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტზე მადონაც იქნება. ღონისძიებაში ენრიკე იგლესიასის მონაწილეობასაც ვარაუდობენ.
კომპანიის თანამშრომლები კუნძულზე კერძო თვითმფრინავებით გაემგზავრებიან და 15 სასტუმროში დაბინავდებიან. ცნობილია, რომ გასართობი დაწესებულების პერსონალს ფოტო და ვიდეო გადაღება აეკრძალება. იბიცაზე ოთხი იურისტი ჩავა, რომელიც მათ კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოაწერინებს ხელს, რათა ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები არ გახმაურდეს.
ვიდეოთამაშების ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი კომპანია 2017 წელს ესპანური საფეხბურთო კლუბის, “სევილიას” ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა.